საქართველოში შეიძლება სასურსათო ბანკები ამოქმედდეს

სასურსათო ბანკები საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა დაეხმარონ.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ ახალი კანონის პროექტს, რომლის თანახმად საქართველოში მაღაზიებსა და კაფეებს შეუძლიათ პროდუქტების ჩაბარება ქველმოქმედების მიზნით.
პროექტის თანახმად, საუბარია მხოლოდ ისეთ პროდუქტებზე, რომლებსაც ვადა აქვს და უსაფრთხოა მოხმარებისთვის.
კომპანიებს შეუძლიათ ეს პროდუქტები აჩუქონ პირადად ან გადასცენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ან სასურსათო ბანკებს, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციის სახით. მათი მთავარი ფუნქცია პროდუქტების გადანაწილება იქნება.
ყველა ასეთი ორგანიზაცია ვალდებული იქნება გაიაროს ავტორიზაცია და ითანამშრომლოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.
ისინი იქნებიან პასუხისმგებელი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის დახმარების გადანაწილებაზე, ხოლო ძირითადი ბენეფიციარები უნდა გახდნენ სოციალურად დაუცველი და ღარიბი ადამიანები, ბავშვები.
საქველმოქმედო ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან, იხელმძღვანელონ სურსათის უსაფრთხოების წესებით და წარადგინონ საქმიანობის ფინანსური ანგარიში.
ახალი კანონი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას სამი მოსმენით მიიღებენ და ხელს პრეზიდენტი მოაწერს.