GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს 15 სექტემბრის 10:00 საათიდან 16 სექტემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 15 სექტემბერს სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონის N26 კორპუსის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, მე-8 ლეგიონის, სამგორის, შუამთის 10-ის და ონაშვილის დასახლებებს. ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის, იოზეფ მანდელშტამის, ხომლელის, წულუკიძის ქუჩისა და შესახვევების, ზანდუკელის, შანდორ პეტეფის, კუპრაძის, კვაჭანტირაძის, მაისურაძისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს. ასევე კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონისა და აეროდრომის დასახლების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.