როდის დაიწყება თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი

ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15 ათასზე მეტი აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული, დედაქალაქს კი ჯამში 188 ბაღი ემსახურება.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება, იუწყება დედაქალაქის მერია.
ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15.000-ზე მეტი აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული. დედაქალაქს სულ188 ბაღი ემსახურება

„წელს პირველად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია ახალი წესით განახორციელა, რის შედეგადაც მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა საჯარო ბაგა-ბაღებზე", – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება – სამგორის რაიონში გაიხსნება N130 საბავშვო ბაღის შენობა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატა, კრწანისის რაიონში კი აღსაზრდელებს პირველად მიიღებს N108 საბავშვო ბაღი.
როდის დაიწყება სწავლა სკოლებში>>
ბაღების მშენებლობის პარალელურად ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.
მერიაში აღნიშნავენ, რომ 18 სექტემბერს თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში პატარა აღსაზრდელებს საზეიმო და მხიარული ღონისძიებებით დახვდებიან.