თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი იცავს ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე მოქმედ შეზღუდვებს, მაგრამ წესების ფარგლებში არსებობს შესაძლებლობებიც, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებების შემდეგ.
„არსებობს გარკვეული შეზღუდვები. რუსეთი იცავს ყველა ამ შეზღუდვას. მაგრამ არსებობს რაღაცები, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. <...> რუსეთი თვითკმარი ქვეყანაა, მაგრამ მოქმედი წესების ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობებიც, რომლებზეც ყურადღებას ვამახვილებთ და განვიხილავთ", — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს მან პროდუქტიული უწოდა და აღნიშნა, რომ მან და კიმმა გულახდილად გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ორმხრივ ურთიერთობებზე.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში იმყოფება ვიზიტით. მის დელეგაციაში შედიან ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩჰვე სონ ჰი, შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამხედრო სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელი პაკ ჩონ ჩხონი, ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ლი ბენ ჩხოლი.