ციდენოვი: აშშ მონღოლეთში გადატრიალების მოწყობას ცდილობს

Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. აშშ ცდილობს, რომ მონღოლეთში, რომელიც ბურიატიის სტრატეგიული პარტნიორია, გადატრიალება მოაწყოს უკრაინის სცენარის მიხედვით, მაგრამ ჩინგის-ხანის შთამომავლები უნდა გაუმკლავდნენ ამ ზეწოლას, განაცხადა ბურიატიის რესპუბლიკის მეთაურმა ალექსეი ციდენოვმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე.

„ვიქტორია ნულანდი, რომელმაც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ახლა მონღოლი ხალხის დამუშავებას, ახალგაზრდების შერყევას ცდილობს... ახლა მონღოლეთში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ეს აშშ-ის თვალთმაქცური პოლიტიკაა, რომელსაც ისინი იქ ატარებენ, სადაც სჭირდებათ", — მიაჩნია მას.

ციდენოვი დარწმუნებულია, რომ მონღოლეთის ხელმძღვანელობა, მოსახლეობა და ახალგაზრდები ხვდებიან, რომ ამერიკელები მათ გამოყენებას ცდილობენ და მათით მანიპულირებენ.
„ვიმედოვნებ, რომ მათ გააჩნიათ საკმარისი ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ამას და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩნენ, არ იქცნენ აშშ-ის მარიონეტად. მონღოლები ძლიერი ხალხია. ჩინგის-ხანმა ეს თავის დროზე დაამტკიცა. ჩინგის-ხანის დროს ამერიკის შეერთებული შტატები არ არსებობდა. აშშ იმ დროს რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ჩინგის-ხანი მასაც დაიპყრობდა. ვფიქრობ, რომ მონღოლები ახლაც გაუმკლავდებიან მას", — დაასკვნა ციდენოვმა.
აღმოსავლეთის VIII ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში იმართება. ის 10 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 13 სექტემბერს დასრულდება.