წვიმა და ელჭექი: როგორი იქნება ამინდი საქართველოში

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდება.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 13-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგიერთ რაიონში კი შესაძლებელია სეტყვა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 13-14 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა, 15 სექტემბერს კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24-26 გრადუსია მოსალოდნელი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი) 13 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსია ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 13 სექტემბერს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25-27 გრადუსია ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 13-14 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21-23 გრადუსია ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 13-14 სექტემბერს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი დღისით პლუს 17-19 გრადუსამდე გათბება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 13 სექტემბერს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24-26 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24-26 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 13-14 სექტემბერს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსს მიაღწევს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 13-14 სექტემბერს ნავარაუდევია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 16-18 გრადუსი იქნება.