თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2 ათასი ლარი გასტაცა.
წარსულში ნასამართლევი 51 წლის მამაკაცი მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს.
მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.