საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის გავლით მოგზაურობისას სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ

სატრანზიტო ვიზა დიდ ბრიტანეთში ყოფნისთვის 48 საათით ფორმდება.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის გავლით მიემგზავრებიან ავსტრალიაში, აშშ-ში ან ახალ ზელანდიაში, 2023 წლის 6 ოქტომბრიდან სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სატრანზიტო ზონას არ დატოვებენ. ინფორმაცია ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ვიზა აუცილებელი იქნება, თუ მოქმედი ვიზით ამ სამ ქვეყანაში ყოფნიდან ექვს თვეზე ნაკლები დრო გავიდა, ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ვიზები საჭირო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ სამ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლების ფლობის და იმიგრაციის დროს, ასევე შენგენის ზონის ქვეყნებში შესასვლელი ვიზის არსებობის შემთხვევაში.
საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს>>
სატრანზიტო ვიზა 48 საათით ფორმდება. განცხადების შეტანა ვიზისთვის შესაძლებელია სავიზო და საიმიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდზე სავიზო გადასახადის გადახდის შემდეგ.
შეზღუდვები არ ეხება მათ, ვინც ბილეთი იყიდა 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (ბრიტანეთის დროით).