საქართველოს ღირსშესანიშნაობები: ბოდბის დედათა მონასტერი - ფოტო

საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – ბოდბის დედათა მონასტერი სიღნაღიდან ორ კილომეტრში მდებარეობს.
Sputnik
ბოდბის მონასტერში ასვენია წმინდა ნინოს ნეშტი, რომელმაც იქადაგა და გაავრცელა ქრისტიანობა საქართველოში. 35-წლიანი ქადაგების შემდეგ ის 67 წლის ასაკში სწორედ აქ გარდაიცვალა, 347 წელს.
1 / 12

გარდაცვალებამდე წმინდა ნინო დღევანდელი ბოდბის მონასტრის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სადაც გარდაცვალების შემდეგ დაკრძალეს

2 / 12

მალევე მეფე მირიანის ბრძანებით წმინდა ნინოს საფლავზე აიგო წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

3 / 12

ტაძრის მახლობლად კი აიგო მონასტერიც

4 / 12

მალევე ეს ადგილი ბოდბის ეპარქიის ცენტრად და კულტურულ ცენტრად იქცა

5 / 12

თუმცა წმინდა ნინოს მონასტერმა უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა XV საუკუნეში

6 / 12

კახეთის სამეფოს მეფეები ყოველთვის ადიდებდნენ ტაძრებს და მათ მეფედ კურთხევის ადგილადაც იყენებდნენ

7 / 12

XVII საუკუნის დასაწყისში მონასტერი შაჰ-აბასის ჯარებმა გაძარცვეს. სიწმინდე მოგვიანებით კახეთის მეფე თეიმურაზ პირველმა აღადგინა

8 / 12

მონაზონთა მსახურებასთან ერთად მონასტერთან გაიხსნა სასულიერო სემინარია, აქ საქართველოში რელიგიური წიგნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი მოეწყო

9 / 12

ხოლო XVIII საუკუნეში მოეწყო მამათა მონასტერიც

10 / 12

ტაძრის უკანა მხრიდან იშლება შთამბეჭდავი ხედი ალაზნის ველზე

11 / 12

მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი ხატი - ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც წმინდა გიორგის ტაძარში ასვენია

12 / 12

თავდაპირველად აგებულმა ტაძარმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. მოგვიანებით მის ადგილზე აღიმართა წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი