თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. 12 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ცალკეულ რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა მოსალოდნელია შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებსა და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.