თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.