მაროკოში უძლიერეს მიწისძვრას 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - ფოტო

მაროკოში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქია რამდენიმე წამს გაგრძელდა.
Sputnik
მაროკოში 8 სექტემბერს, გვიან საღამოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ იგილის მახლობლად, პროვინცია ალ-ჰაუზში იყო. მიწისძვრის კერა 11 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 2 ათასზე მეტი ადამიანი. დაშავდა 2059, მათ შორის 1404-მა მიიღო სერიოზული დაზიანება და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
1 / 10

პარასკევს, ღამით მომხდარი მიწისძვრა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო

2 / 10

ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრში დაფიქსირდა

3 / 10

დადასტურდა 2 ათასზე მეტი ადამიანის გარდაცვალება

4 / 10

ხოლო დაშავდა 2059

5 / 10

მათგან ათასზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაშია

6 / 10

გრძელდება ნანგრევების წმენდა

7 / 10

შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდოს

8 / 10

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები დახმარების სურვილს გამოთქვამენ

9 / 10

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დიდი ნგრევა იყო ალ-ჰაუზში, უარზაზათში, აზილალში, ჩიჩაუასა და ტარუდანტში

10 / 10

ტრაგედიასთან დაკავშირებით მაროკოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა