ჩამოინგრა ხიდი და გზის ნაწილი - იმერეთისა და აჭარის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აიკრძალა

გზის აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან) არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, ხიდის და გზის ნაწილის დაზიანება ხევის ადიდებამ გამოიწვია.
აკრძალვის პერიოდში მსუბუქი ავტომობილები ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე იმოძრავებენ, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი, ასევე სატვირთო მანქანების მოძრაობაა შესაძლებელია საერთაშორისო საავტომობილო გზაზე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი (S-12).
ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.