თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე მდინარე არაგვის ხიდზე ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება) მიმდინარეობს კონსტრუქციის დაზიანებული ნაწილის აღდგენის სამუშაოები.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ერთი კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე დასავლეთი–აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი