საზარელი მკვლელობა ოზურგეთში: მამამ შვილი მოკლა

მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. 82 წლის კაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის სოფელ ნარუჯაში 82 წლის პენსიონერმა საკუთარი 40 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, იუწყება „ტვ პირველი“.
საზარელი შემთხვევა გუშინ მოხდა. მკვლელობის ფაქტს მოკლულის 4 წლის შვილი შეესწრო. ადგილობრივების ინფორმაციით, არასრუწლოვანი შველას ითხოვდა და საზარელი დანაშაულის შესახებაც მეზობლებს მან შეატყობინა.
ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ პენსიონერს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა.
მეზობლების თქმით, მამა-შვილს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. ამჯერად უთანხმოების მიზეზი საერთო თხილის ბიზნესი გახდა.
ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. 82 წლის კაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.