შატილისკენ მიმავალ გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

უქმეებზე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. შატილისკენ მიმავალ გზაზე მიწა ჩამოიშალა, მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ღამის წვიმების შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უქმეებზე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ბარნაბიშვილი: ზოგი ადამიანი უარს ამბობს საშიში ზონის დატოვებაზე >>
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოსალოდნელი ძლიერი წვიმების გამო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.