შატილის მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. შატილისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ღამის წვიმების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.