მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალზე ყველის უნიკალური სახეობები იქნება წარმოდგენილი
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. 17 სექტემბერს თბილისში, მთაწმინდის პარკში ყველის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ყველის, თაფლის, ღვინისა და ჩაის პროდუქციის წარმომადგენლები. სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ ეწვიონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ ყველის უნიკალური სახეობები, მოუსმინონ სასიამოვნო მუსიკას და დატკბნენ ფესტივალის გარემოთი.
ფესტივალის კარი ყველასთვის ღია იქნება 12-დან 20:00 საათამდე.