გურიაში მეწყრული პროცესები განვითარდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.
მაშველები სტიქიური უბედურების ადგილებზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ქართველი სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ.