ბორელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტის დროს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ნათქვამია წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
„ვიზიტის დროს ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივად ყოფნის 15-წლიან ეტაპს და მის გადამწყვეტ როლს სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
მანამდე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ხურვალეთის სიახლოვეს, რითაც, წარმომადგენლობის განმარტებით, „ევროკავშირის აქტიურ პოზიციას გაუსვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ერთგულება საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონის მოსახლეობის დაცულობის, უსაფრთხოების მიმართ“.