„ახლოაღმოსავლური“ სოფელი საქართველოს ცენტრში - ფოტო

ეს მიტოვებული სოფელი ქალაქ რუსთავის მახლობლად მდებარეობს.
Sputnik
სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში იდუმალი მიტოვებული სოფლის კადრები გავრცელდა და ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
1 / 15

ეს ადგილი რუსთავიდან 30 კილომეტრში მდებარეობს

2 / 15

სოციალური ქსელების მომხმარებლები სოფლის წარმომავლობაზე მსჯელობენ

3 / 15

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს ადგილი ფილმის გადასაღებ მოედნად გამოიყენებოდა

4 / 15

კერძოდ, ასახელებენ ფილმ „ზეციურ ლედის“, რომელშიც ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ

5 / 15

ზოგი ამბობს, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრებამდე აქ ვარჯიშობდნენ

6 / 15

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოში ამ ადგილს ახლა სოცქსელებში საინტერესო კონტენტის შესაქმნელად იყენებენ

7 / 15

მართლაც, აქ ძალიან უჩვეულო გარემოა

8 / 15

და უჩვეულო არქიტექტურა

9 / 15

სოფელი მიტოვებულია, თუმცა შენობებს სახურავები კიდევ აქვს, შიგნით კი ლოგინებია

10 / 15

მაგრამ აქ ვერავის შეხვდებით, ადგილი უკაცრიელია

11 / 15

ზოგს სოფლის ხედი უარყოფით განწყობას უქმნის

12 / 15

თითქოს, გარშემო დიდ მანძილზე არავინ არის

13 / 15

თუმცა, სანახავად საინტერესო ადგილია

14 / 15

სოფელში მუდამ სიჩუმეა და საინტერესო ფოტო- და ვიდეოკადრების გადაღებაა შესაძლებელი

15 / 15

საქართველოსთვის უჩვეულო არქიტექტურა შეგიქმნით განცდას, რომ, მაგალითად, აფრიკის რომელიმე ქვეყანაში იმყოფებით