ასე გამოიყურება მიშენებებიანი კორპუსი საბურთალოზე
აქ უძრავი ქონება ძვირია, მიშენებიანი ბინები კი ნამდვილად არ არის გამონაკლისი
რადგან მიშენებები პრივატიზებულია და მიმატებულ ფართებსაც საკმაოდ მაღალი ფასი აქვს
მიშენების უარყოფითი მხარე ისაა, რომ ბინების ცენტრალური ნაწილი ბნელდება
თუ ბინას აქვს მიშენება, ფაქტობრივად, ფანჯრები და აივნები მნიშვნელოვანი მანძილით შორდება სახლს
ეს კი მიშენებიანი ძველი კორპუსია ახლის ფონზე
მიშენების ზომა ყოველთვის ფინანსურ მხარეზე იყო დამოკიდებული
მაგალითად, ამ ბინის მეპატრონეს თანხა არ ეყო მიშენების სარემონტოდ
აქ კი ბინები სახურავზეც კი აშენდა მანსარდის ადგილზე
გარედან ეს ყველაფერი არაპრეზენტაბელურად გამოიყურება
ამ ფოტოზეც ნათლად ჩანს, რომ მიშენება დაუსრულებელია და მისი ფართი აუთვისებელი დარჩა
ეს კი თავის დროზე იყო დაუმთავრებელი სახლი. მოესწრო მხოლო ოთხი სართულის აშენება. შემდეგ მოხდა შენობის პრივატიზაცია. დაიწყო რემონტი და ახლა ეს მრავალბინიანი ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლია