თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მდინარე ენგურში ჩავარდნილი სამი წლის ბავშვის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტრაგიკული შემთხვევა ანაკლიაში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი, რომელიც მდინარე ენგურში ჩავარდა, წყლიდან მაშინვე ამოიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
ბავშვი ზუგდიდის კლინიკაში პოლიციელებმა მიიყვანეს. შემდეგ კი მისი გადაყვანა ბათუმში გახდა საჭირო. თუმცა ბათუმის იაშვილის კლინიკაში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.