თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ისნის რაიონის მოსახლეობას 8 სექტემბრის 11:00 საათიდან 9 სექტემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 8 სექტემბერს ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის ქუჩის N131-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ხვალ დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას, მოსკოვის გამზირს, ქინძმარაულის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, თეთრიწყაროს, ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტლის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, იუნკერთა და ნადირაშვილის ქუჩებს, ნავთლუღის ქუჩის N10; რუსთავის გზატკეცილის N1-251, N2-42, გორგასლის ქუჩის N50-52, გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.