ბათუმში ორი აუზი სანიტარიული ნორმების დარღვევების გამო დააჯარიმეს

რომელ აუზებში გამოვლინდა დარღვევები, არ არის დაკონკრეტებული.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის ორ აუზში სანიტარიული ნორმების დარღვევები გამოვლინდა, შესაბამისი მონიტორინგის შემდეგ ჯარიმები გამოიწერა, იუწყება ქალაქის მუნიციპალური ინსპექცია.
საცურაო აუზების გეგმური, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი დასრულდა.
ლაბორატორიული კვლევა ამ დროისათვის 26 საცურაო აუზს ჩაუტარდა, მათ შორის 2 ობიექტი სანიტარიული ნორმის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.
მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება საცურაო აუზის ჰიგიენური ნორმები, წყლის სინჯებზე ტარდება ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევა.
შემოწმებას მუნიციპალური ინსპექციის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად.