მსოფლიო დღეს

მამაკაცი, რომელსაც ობამასთან სექსი ჰქონდა: ტაკერ კარლსონმა ინტერვიუ დააანონსა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) საკუთარ აკაუნტზე დააანონსა ტელეინტერვიუ მამაკაცთან, რომელიც ამტკიცებს, რომ სექსი ჰქონდა ბარაკ ობამასთან, რომელიც შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

„მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ 1999 წელს ბარაკ ობამასთან სექსი ჰქონდა, თავის ისტორიას ჰყვება“, — დაწერა კარლსონმა და იქვე ინტერვიუდან ამონარიდი ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოს ფრაგმენტში ინტერვიუერი ასევე ირწმუნება, რომ ის ობამასთან ერთად ნარკოტიკებსაც იღებდა.
სრული ინტერვიუ ეთერში ოთხშაბათს, აშშ-ის დროით საღამოს 6 საათზე გავა.
Daily Mail-ის ცნობით, მამაკაცის სახელია ლარი სინკლერი, რომელმაც ეს განცხადებები პირველად 2008 წლის არჩევნების დროს გააკეთა, მათ შორის პრესკონფერენციაზე, რომელიც მისი დაკავებით დასრულდა. მაშინ მას ქურდობა დასდეს ბრალად, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ბრალდებას ამის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
აღინიშნება, რომ ბარაკ ობამას ოფისის წარმომადგენელმა არ უპასუხა გამოცემის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა სინკლერის განცხადებაზე.
როგორც Daily Mail წერს, სინკლერს დიდი კრიმინალური წარსული აქვს. მათ შორისაა დოკუმენტების გაყალბება, თაღლითობა და ქურდობა. სხვადასხვა დროს ის სასჯელს იხდიდა არიზონაში, ფლორიდასა და კოლორადოში.