მსოფლიო დღეს

ედინბურგში სამი უკრაინელი ბავშვი სასტიკად სცემეს: დაწყებულია გამოძიება

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში (დიდი ბრიტანეთი) უცნობი პირები უკრაინელ მოზარდებს დაესხნენ თავს, ერთ-ერთი მათგანი დანით დაჭრეს, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მსხვერპლი სამი მოზარდი იყო — ორი 13 წლის და ერთი 15 წლის ბიჭები.
გამოცემის ცნობით, კვირა საღამოს მათ შავებში ჩაცმული რვა ახალგაზრდა დაესხა თავს. ერთ-ერთი 13 წლის მოზარდი დანით დაჭრეს, მეორეს ყურის ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება, ხოლო 15 წლის ბიჭი მუშტებითაა ნაცემი.
პოლიცია მიიჩნევს, რომ სამ უკრაინელ მოზარდზე თავდასხმა რასობრივი ხასიათისა იყო.
დანაშაულის გამოძიება დეტექტივ კიტ ფეიბერნს დაევალა. მან უკვე მოუწოდა თავდასხმის შესაძლო მოწმეებს, დაუკავშირდნენ პოლიციას.

„ვიცი, რომ თავდასხმის დროს ამ უბანში საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ვთხოვ მათ, დაგვიკავშირდნენ და გაგვიზიარონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენ მოგმართავთ დეტალური ინფორმაციისთვის ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფზე, რომლებიც მუქ სამოსში არიან გამოწყობილი. შეაძლოა ისინი სადმე სხვაგან გინახავთ, ან დაინახეთ, როგორ გარბოდნენ. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების დადგენაში ნებისმიერი ინფორმაცია დაგვეხმარება“, — თქვა მან.

არსებული ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაზარალებულებმა მომხდარის შესახებ პოლიციაში ორშაბათს განაცხადეს.
წყარო: BBC