თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ჩვილთა რიგით 68-ე საყოველთაო ნათლობაზე რეგისტრაცია იწყება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იწარმოებს. მშობლებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობის ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობის ასლები; მოსანათლის ორი ფოტო 3X4 ზომის, დაბეჭდილი CD დისკზე; ოჯახის ერთი ფოტო 10×15 ზომის, დაბეჭდილი CD დისკზე.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ამჟამად პატრიარქს 46.693 ნათლული ჰყავს.