თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას 8 მაისს ითვალისწინებდა 9 მაისის ნაცვლად.
თარიღის შეცვლის ინიციატივით გამოვიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია და არმაზ ახვლედიანი. მათი თქმით, გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღის შეცვლა საქართველოს დასავლეთთან უფრო დააახლოვებდა.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ოპოზიციონერების ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.
„ყველგან მანიპულაციურ დეტალებს ეძებთ იმ მიზნით, რომ ხალხი გახლიჩით“, – მიმართა ოპოზიციას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საბოლოო ჯამში პროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ ოცმა დეპუტატმა ოთხის წინააღმდეგ და ის ჩავარდა.