თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სამგორის რაიონის მოსახლეობას 6 სექტემბრის 10:00 საათიდან 7 სექტემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონის N26 კორპუსის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, მე-8 ლეგიონის, სამგორის, შუამთის 10-ის და ონაშვილის დასახლებებს. ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის, იოზეფ მანდელშტამის, ხომლელის, წულუკიძის ქუჩისა და შესახვევების, ზანდუკელისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს. კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონისა და აეროდრომის დასახლების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.