თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. მადრიდში, სევილიასა და ლუგოს პროვინციაში ქართველების ორგანიზებული დაჯგუფება გამოავლინეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ივლისიდან დღემდე დაკავებულია საქართველოს 22 მოქალაქე, რომლებიც ესპანეთის ქალაქებში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ, ნაქურდალი კი, სავარაუდოდ, საქართველოში იგზავნებოდა.
ესპანურმა პოლიციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წინასწარ აკეთებს სპეციალურ მარკირებას კარზე, რომელიც შემდგომში მძარცველების სამიზნე უნდა გამხდარიყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის ორი ე.წ. კანონიერი ქურდია, მათი ვინაობა არ საჯაროვდება.