„ხავერდოვანი სეზონი“ და მაგნიტური ქვიშა: ზღვისპირა კურორტი ურეკი - ფოტო

ურეკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, სადაც დასასვენებლად ოჯახებით დადიან.
Sputnik
ურეკის სანაპირო ცნობილია მაგნიტური ქვიშებით. აქ ჩამოდიან არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც, მათ შორის ევროპიდან, აზიიდან და აფრიკიდან.
1 / 15

ურეკი ცნობილია მაგნიტური ქვიშით

2 / 15

ქვიშას სამკურნალო თვისებები აქვს, ადამიანები კი აქ, დასვენების გარდა, ჯანმრთელობასაც იკაჟებენ

3 / 15

ბავშვებისთვისაც შესანიშნავი პირობებია - სანაპირო ქვიშიანი, ხოლო ზღვა - არაღრმა

4 / 15

ათი მეტრის გავლის შემდეგაც კი წყლის დონე წელამდეა

5 / 15

ამიტომ ზაფხულში და „ხავერდოვან სეზონზე“ პლაჟი მუდმივად სავსეა

6 / 15

ბოლო წლებში ურეკში საკმაოდ განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა

7 / 15

აქ უამრავი საოჯახო სასტუმროა

8 / 15

პლაჟზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ მაშველები

9 / 15

გასართობიც უამრავია

10 / 15

მათ შორის, პარაშუტით ზღვაზე ფრენაც

11 / 15

ადამიანები გვიანობამდე რჩებიან სანაპიროზე

12 / 15

ურეკში სეზონზე ათასობით ადამიანი ჩადის

13 / 15

ქალაქში უამრავი მაღაზიაა, სადაც ყველაფრის შეძენა შეიძლება

14 / 15

მათ შორის პლაჟზე საჭირო ნივთების

15 / 15

ეს კი რკინიგზის სადგურია, სადაც ასევე ჩერდებიან სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები