ყაზახეთის მკვიდრმა, 73 წლის სარსენბაი კოტიშაროვმა გადაწყვიტა ფეხით იმოგზაუროს მთელ მსოფლიოში
გზას ის 2 აგვისტოს შეუდგა. სტამბულში 12 ოქტომბრამდე ჩასვლას გეგმავს
მოგზაური დღეში დაახლოებით 40 კილომეტრს გადის
მისი ბარგი არის ერთი ზურგჩანთა და ჩემოდანი, რომელიც ურიკის საშუალებით გადააქვს
უკვე თითქმის თვე გავიდა, ამ დროის განმავლობაში სარსენბაიმ გაცვითა ორი წყვილი ფეხსაცმელი, ხოლო ურიკას შვიდჯერ შეუცვალა საბურავები
სარსენბაის თქმით, მას მხარს უჭერენ მისი ქალიშვილი, შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი
მოგზაური უკვე ცნობილი გახდა. მან ფეხით უკვე შემოიარა ყაზახეთი, რითაც პოპულარული გახდა თანამემამულეებს შორის
თურქეთი მისი დანიშნულების ბოლო წერტილი არ არის.ის მსოფლიოს გარშემო აპირებს მოგზაურობას, რაც 2025 წლის აგვისტომდე უნდა დასრულდეს
თურქეთის შემდეგ სარსენბაი აპირებს ფეხით ჩავიდეს ბულგარეთში, სერბეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში
საფრანგეთიდან სარსენბაი გაფრინდება აშშ-ში, სადაც სურს ზამთარში რამდენიმე შტატი ინახულოს. შემდეგ, გაზაფხულზე მოგზაური წავა ჩინეთში, იქიდან მონღოლეთსა და რუსეთში. მოგზაურობა ყაზახეთში დასრულდება