აღმოსავლეთ საქართველოში რვა საწარმო ჰაერის დაბინძურებაში ამხილეს

შემოწმების შედეგად ორ ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება შეუჩერდა დარღვევების გამოსწორებამდე, ხოლო ექვსი ობიექტი დაჯარიმდა.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს.
დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში, რომლებიც გაჯისა და პერლიტის წარმოების, მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების (ტყვიის) აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას.
შემოწმების შედეგად ორ ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება შეუჩერდა დარღვევების გამოსწორებამდე, ხოლო ექვსი ობიექტი დაჯარიმდა.