თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მომავალი კვირა ბათუმში წვიმიანი იქნება. სასიამოვნო გამონაკლისი იქნება მხოლოდ სამშაბათი, სინოპტიკოსები მზიან უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ზღვაც მშვიდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28 გრადუსამდე დაიკლებს, ღამით კი - 21 გრადუსამდე.
ორშაბათს, 4 სექტემბერი, ბათუმში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 22, დღისით მაქსიმალური კი 28 გრადუსი იქნება.
სამშაბათს, 5 სექტემბერს ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელია. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 30, ღამით მინიმალური კი პლუს 23 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 8 მეტრი იქნება.
ოთხშაბათს, 6 სექტემბერს ბათუმში სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 25, დღისით მაქსიმალური პლუს 25 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 9-10 მეტრი იქნება.
ხუთშაბათს, 7 სექტემბერს ბათუმში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 20, დღისით მაქსიმალური კი 28 გრადუსია ნავარაუდევი.
პარასკევს, 8 სექტემბერს ბათუმში მოღრუბლული ამინდი იქნება, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 21 გრადუსი, მაქსიმალური კი 27 გრადუსია მოსალოდნელი.
შაბათს, 9 სექტემბერს ბათუმში იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 27, ღამით მინიმალური კი პლუს 20 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 6 მეტრი იქნება.
კვირას, 10 სექტემბერს ბათუმში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 21, დღისით მაქსიმალური პლუს 27 გრადუსი იქნება.