პოლიციის თანამშრომლები ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში ამხილეს

სპეცსამსახურის თანამშრომლებმა პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც მოქალაქეებს მკვლელობით ემუქრებოდნენ.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აგვისტოში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის ოთხი ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყებიოს განცხადებაში.
ორი თანამშრომელი ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული.
გამოძიების მონაცემებით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი ოჯახური ძალადობისა და მუქარისთვის დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ის პერიოდულად შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა თავის მეუღლეს და შვილების მკვლელობით ემუქრებოდა.
ასევე ოჯახურ ძალადობაში ედება ბრალი დაცვის პოლიციის კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელმაც ცოლი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ სცემა და მკვლელობით დაემუქრა.
გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც მოქალაქეებს ყოფით ნიადაგზე ჩხუბის შემდეგ მკვლელობით ემუქრებოდნენ.
დაკავებულებს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.