თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი უხელმძღვანელებს. ის თანამშრომლებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.
პაპუაშვილის თქმით, საბიუჯეტო ოფისის როლი საკანონმდებლო პროცესში განსაკუთრებულია.
„მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა და დახმარება, რომ ფინანსურ-საბიუჯეტო პროცესებში მაქსიმალურად გაერკვიონ და განხორციელდეს ყველაფრის ანალიზი. საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური საქმიანობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანდრია გვიდიანს ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტი და კონსულტანტი.