ავჭალაში სახლი დაიწვა

მობინადრეებმა ცეცხლმოკიდებული სახლის დატოვება დროულად შეძლეს
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. ავჭალაში კერძო საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის" ინფორმაციით, სახლის მცხოვრებლებმა დროულად მოახერხეს შენობის დატოვება, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, ახლა კი ექსპერტებმა უნდა გაარკვიონ, რამ გამოიწვია ხანძარი.
წლის პირველ ნახევარში საქართველოში 5137 ხანძარი გაჩნდა და 193 შენობა დაიწვა. ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, 99 კი დაშავდა.
საქართველოში ხანძრების პიკი 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ქვეყანაში 15.222 ხანძარი დაფიქსირდა, რასაც 79 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა 543 შენობა.