როგორი ამინდი მოსალოდნელია საქართველოში უახლოეს დღეებში

ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ამ უქმეებზე წვიმაა და ქარია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმა 2 და 3 სექტემბრის შუადღიდან დაიწყება და 4 სექტემბრის დილამდე გაგრძელდება.
ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.