საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები კვლავ იზრდება - ეროვნული ბანკის მონაცემები

ივლისის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1,3 მლრდ ლარით, ანუ 1,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2023 წლის ივლისის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 71,3 მლრდ ლარი, საწესდებო კაპიტალმა კი 9,6 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოში ივლისის ბოლოსთვის მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.