მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში: საქართველო გერმანიასთან დამარცხდა

ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ტარდება.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა და ტურნირის მეოთხედფინალში გასვლის შანსები დაკარგა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს ავსტრალიასთან გამართავს.
ანგარიში მეოთხედების მიხედვით: 16:22, 25:21, 16:27, 16:30.
ქართველ კალათბურთელთა მხრიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, მის ანგარიშზე 19 ქულა და ერთი შედეგიანი გადაცემაა.
მსოფლიო ჩემპიონატი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. სულ 32 ნაკრები ჯამში 92 მატჩს გამართავს.
ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ტარდება. გუნდები რვა ჯგუფად არიან დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში ოთხი გუნდია. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრძოლა თითოეული ჯგუფიდან ორმა საუკეთესო გუნდმა გააგრძელა.