თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. დღეიდან, 1 სექტემბრიდან საქართველოში პირუტყვის არასათანადო ადგილზე, მათ შორის სკვერებსა და ბულვარებში, საძოვრად გაშვებისთვის ჯარიმები გაორმაგდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა ქალაქის ფარგლებში არასათანადო ადგილზე გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.
ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა კი გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად აქამდე არსებული 50 ლარისა.
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში პირუტყვი კონფისკაციას დაექვემდებარება და გაიყიდება.