თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მოსკოვის „დინამოსა" და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველმა საბა საზონოვმა დატოვა თავისი კლუბი და იტალიური გუნდი „ტორინოს" წევრი გახდა, ნათქვამია რუსული კლუბის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 3 მლნ ევროა.
„კლუბები 21 წლის მცველის საბა საზონოვის იტალიურ გუნდში ტრანსფერზე შეთანხმდნენ", – ნათქვამია განცხადებაში.
„დინამოს" გენერალურმა დირექტორმა პაველ პივოვაროვმა სამშაბათს, 29 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზონოვი იტალიაში გაფრინდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა "ტორინოში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.
საზონოვი, რომელიც პეტერბურგის „ზენიტის" აღზრდილია, „დინამოში" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. დედაქალაქის კლუბში მან 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი.
საზონოვის საქართველოს ნაკრებში გამოსვლა 2022 წლის სექტემბერში გადაწყდა, ნაკრების შემადგენლობაში მან ორი მატჩი ჩაატარა.