პესკოვმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების საკითხი ცალმხრივი იქნება, თუ რუსეთის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას არ ახსენებენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ასეთი კომენტარი პესკოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ისა და საფრანგეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ისაუბრა.

„ჯერჯერობით პროცესი საკმაოდ ცალმხრივია. მისი არსი ზუსტად არ არის ნათელი, მაგრამ გასაგებია, რომ მსგავსი ტიპის პროცესები, ჩვენს უსაფრთხოებაზე რაიმე მინიშნების გარეშე, ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი", — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, არსებული განცხადებებიდან არ ჩანს, კონკრეტულად რა ფორმატის გარანტიებზეა საუბარი. თუმცა რუსეთში იციან იმ მთელი რიგი ხელმოწერილი შეთანხმებების შესახებ, რომელთა თანახმად, უკრაინა „უსაფრთხოების გარანტიებს ორმხრივ საფუძველზე ქვეყნების მთელი კლუბისგან მიიღებს“.
პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ამ კონტექსტში არასდროს ყოფილა რაიმე ხსენება ან მინიშნება რუსეთის მიერ არაერთხელ გამოთქმულ შფოთვებზე საკუთარი უსაფრთხოების შესახებ.