იწყება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე განაცხადების მიღება

საქართველოს მოქალაქეებს 1 სექტემბრიდან შეუძლიათ განაცხადის წარდგენა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაზე.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატების მიღების კამპანია 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე სასწავლებლად 1 სექტემბერს იწყება, განაცხადეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე (აქვთ საქართველოში დროებითი ცხოვრების ნებართვა ან ცხოვრების უფლება და არ აქვთ რეგისტრაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით).
განაცხადის გასაგზავნად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სისტემის „განათლება რუსეთის ფედერაციაში" საიტზე https://education-in-russia.com, შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ შემოწმებისთვის.
განაცხადის შევსების ვადაა 2023 წლის 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე. დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ საელჩოს ვებ-გვერდზე.
დოკუმენტების წარდგენის საკითხებზე მიმართეთ: (+99532) 2 913 264; edu-in-ru@mail.ru.