სეტყვა, ელჭექი და ქარი - სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესებაზე აფრთხილებენ

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. 29 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, ამინდის გაუარესება შავი ზღვის სანაპირო რაიონებშიც არის მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.