რამდენი მარიამი ცხოვრობს საქართველოში

დღეს საქართველოში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მარიამობა აღინიშნება.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. მარიამი 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში უწოდეს 658 გოგონას, სულ კი ქვეყანაში 118.453 მარიამი ცხოვრობს, აღნიშნეს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
საქართველოში 28 აგვისტოს მართლმადიდებლები უდიდეს დღესასწაულს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, მარიამობას აღნიშნავენ.
საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად მიიჩნევა. გარდა ამისა, მართლმადიდებლურ რელიგიაში ღვთისმშობლის მიძინების დღე თორმეტი მთავარი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთია.
საქართველოში მარიამობა უქმე დღედ არის გამოცხადებული.
მარიამი ებრაული სახელია, რომელიც აღნიშნავს „შეუპოვარს“, „დაუმორჩილებელს“. არაბულიდან ითარგმნება, როგორც „ღვთის მსახური“.