მისტიკური ტესტი მე-19 საუკუნიდან: შეიტყვეთ უახლოესი მომავალი

ამბობენ, რომ ეს მისტიკური ტესტია, რადგან ნახატზე აღქმული ადამიანის უახლოეს მომავალს განსაზღვრავსო.
Sputnik
მე-19 საუკუნის უკრაინელმა მხატვარმა ქალმა სონია ლევიცკაიამ ამ მარტივი ნახატით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა გადმოსცა – ისე, როგორც ამას თავად ხედავდა.
მაგრამ დროთა განმავლობაში უჩვეულო რამ შენიშნა. და ეს მისტიკა იყო. არა მარტო იმიტომ, რომ ნახატზე ზოგი ქალს ხედავდა, ზოგი კი - მამაკაცს, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტული პირის მიერ აღქმული, როგორც ირკვეოდა, მისსავე უახლოეს მომავალს განსაზღვრავდა.
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ სინჯეთ, იქნებ თქვენ შემთხვევაშიც გაამართლოს.
მაშ ასე: ვის ხედავთ პირველს ამ ნახატზე?
სონია ლევიცკაიას ნახატი
იმ შემთხვევაში, თუ ხედავთ:
ქალს: ეს კარგის ნიშანია, ვინაიდან მოასწავებს, რომ უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება. ყველა წვრილმანი პრობლემა თავისთავად გაქრება, ხოლო მსხვილ საქმეებში ვინმე დახმარებას აღმოგიჩენთ.
ასე რომ, თამამად და თავდაჯერებით შეუდექით ახალ წამოწყებებს.
გირჩევთ, ხშირად გაატაროთ დრო წყლის პირას, ვინაიდან ახლა თქვენს ცხოვრებაში ქალური ენერგეტიკა მძლავრობს, რომელსაც წყალი კვებავს.
მამაკაცს: ბოლოს და ბოლოს, თქვენს პირად ცხოვრებაში მშვიდი და ჰარმონიული პერიოდი დგება. თუ უკვე გყავთ "მეწყვილე", რომელიც ნამდვილად "თქვენია", მაშინ ურთიერთობები მასთან კიდევ უფრო განმტკიცდება. ხოლო თუ ჯერ ისევ ძიებაში ხართ, აუცილებლად შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს, ადამიანს, რომელთანაც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს.
ახლა თქვენს ცხოვრებაში ცეცხლის ენერგეტიკა ჭარბობს. ამიტომ გირჩევთ, ხშირად უყურეთ ცეცხლს, დაანთეთ სანთლები, რათა უარყოფითი ენერგია ვერ მოგეკაროთ.