ონი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

სპეციალისტების თქმით, მიწის ჩამოშლის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ონი–საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც ორი დღის წინ მიწის მასა ჩამოიშალა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
სპეციალისტების თქმით, ამ დროისათვის მიწის ჩამოშლის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს. სამუშაოები გრძელდება იმ მონაკვეთზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა. უსაფრთხოების მიზნით კონტროლდება ავტომობილების გადაადგილებაც.
ორი დღის წინ აღნიშნული საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე გამაგრებითი სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რისკები თავიდანვე იყო დაზღვეული და, შესაბამისად, წინასწარვე იყო მიღებული უსაფრთხოების ზომები.