თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მცხეთასთან, შიომღვიმის მონასტერთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
წინასწარი მონაცემებით, არავინ არ დაშავებულა. ვიდეომ დააფიქსირა მთის ნაწილის ჩამოშლის მომენტი და როგორ ტოვებენ პანიკაში ჩავარდნილი დამთვალიერებლები ტერიტორიას.
ამ ზაფხულს მთელი საქართველოს მასშტაბით მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
ასანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიომღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. შიომღვიმის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს.